საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი პროფესორ გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

კონკურსი პროფესორ გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

                                 

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.განცხადება;

2.CV;

3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის მიერ თსუ-ში წინა სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულს (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით, არანაკლებ 3.5-ისა);

4. ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (შუა საუკუნეების საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სამეცნიერო შესწავლის სფეროდან – გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები);

5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების  მიიღება   გაგრძელდება  2023 წლის  26 აპრილიდან 3 მაისის  არაუგვიანეს 17:00 საათისა თსუ I კორპუსის 208 ოთახში. საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე (sopiko.dzneladze@tsu.ge)

 

დამატებითი ინფორმაცია გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში.

მინიჭების წესი

თარიღი: 25/04/2023